Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
161

დღეს თბილისში, ხუდადოვის ქუჩის პირველ ნომერში საცხოვრებელი კორპუსის სახურავს ცეცხლი გაუჩნდა. ადგილზე მობილიზებული იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 11 ეკიპაჟი.

საცხოვრებელი კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. დაშავდა ორი მოქალაქე.

ხუდადოვის ქუჩაზე ხანძარია – დაშავებულია 2 მოქალაქე

მოგვიანებით, ემიგრაციაში მყოფმა ქართველმა ჟურნალისტმა  ლელა ჭანკოტაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, როგორ გადაურჩინეს მაშველებმა შვილი, რომელსაც ცეცხლმოკიდებულ კორპუსში ეძინა.

„დღეს ჩემი შვილი უფალმა დაიფარა. ალბათ, თუ ვინმეს ჩემთვის სიკეთე გისურვებიათ, ყველამ ერთად დღეს გადამარჩინეთ.

ჩემი არასრულწლოვანი შვილი სახლში მარტო იყო და როცა ხალხი ქუჩაში გარბოდა, მშვიდად აგრძელებდა ძილს. მადლობა ღმერთს, რომ მეხანძრეებმა გამოაფხიზლეს.

არ დავეძებ არც იმას, რომ წლების ნაშრომი წყალმა ჩარეცხა, არც იმას, რომ სახლი, რომელშიც ჯერ არც ჩავსულვარ, საცზოვრებლად აღარ ვარგა.

მთავარია, რომ ჩემი შვილის ხმა მესმის. არ დაზიანდა და გადამირჩა. ყველას, ვისაც არ გესმით, როგორ ვტოვებთ პატარა შვილებს დედები, გეტყვით, რომ სინამდვილეში არც მე მესმის. ასი წლის შემდეგაც კი თუ გული გამისკდა, ეს ჩემი შვილის სიტყვების გამო იქნება: ” სად ხართ დედა, ნახევარი საათია ვერქვის ვერ დაგიკავშირდით, ქუჩაში ვდგავარ მარტო ჩემს ბავშვებთან (დეიზი და დანი, მისი ძაღლები) ერთად, სახლი იწვის. რომელიმე დამეხმარეთ”.ამ დროს მოხუცი, რომელთანაც ვმუშაობ, სასწრაფო დახმარწბის მანქანით საავადმყოფოში გადაგვყავდა. დანარჩენს მხოლოდ ემიგრანტი დედები გაიგებენ. სხვები ნურც შეეცდებით“, – წერს ლელა ჭანკოტაძე სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

დღეს ჩემი შვილი უფალმა დაიფარა – ემიგრანტი ჟურნალისტის შვილი ხუდადოვზე გაჩენილ ხანძარს გადაურჩა

161
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
161
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული