Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
1292

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.

როგორც ცაგარელი წერს, დღეს ახალმთვარეობაა.

ასტროლოგი საზოგადოებას რჩევებით მიმართავს.

„ჩემო მეგობრებო შეგახსენებთ, რომ დღეს 16 აგვისტოს ახალმთვარეობაა,
სასურველია შინაგანი სიმშვიდით გავიაროთ ეს დღე, რომელიც რთულ პერიოდშია (26 აგვისტომდე) …

გადადეთ შეძლებისდაგვარად მნიშვნელოვან საქმეებზე გადაწყვეტილებების მიღება, ასევე ხელშეკრულებების დადება.

მოერიდეთ ცეცხლოვან კერებს, ალკოჰოლს, ხორციან საკვებს, მითუმეტეს ახლა მარიამობის მარხვა დაიწყო 28 აგვისტომდე, და შეძლებისდაგვარად ეცადეთ ხორცი მაინც ამოიღოთ და ასე იმარხულოთ, რადგან ეს თქვენს სულს და თქვენს ცხოვრებას ძალიან შეამსუბუქებს და მოსალოდნელ სირთულეებს აგარიდებთ, მოკლედ ეს ყველამ კარგად იცის…

დალიეთ წყალი ინტენსიურად დღის განმავლობაში, პატარ-პატარა ყლუპებით და ხშირად,

ღამით ეცადეთ ნუ დალევთ წყალს, რათა თირკმელებმა დაისვენოს.

დროულად დაიძინეთ და ნუ გაათენებთ, ძილი მნიშვნელოვანია და მისი სიკეთეები მერწმუნეთ ძალიან გამოგადგებათ და დაგჭირდებათ!!!

მოიწესრიგეთ ძილი და მოგიწესრიგდებათ ცხოვრება:

გაქრება შინაგანი შფოთვები და დეპრესიული ფონი,

გაჩნდება ბავშვური სიხალისე, შინაგანი სიმშვიდე და ბედნიერების შეგრძნება.

გაგზავნეთ უფალთან მადლიერება ყოველი გათენებული დღისთვის… ყველაფრისთვის…

დალოცეთ ყველა, გაუგზავნეთ სიხარული, ბედნიერება, სიყვარული, დაივიწყეთ წყენა, აპატიეთ ყველას, ამით ჩვენს სულს და ცხოვრებას გავითავისუფლებთ, და როგორც პატრიარქმა გასცა კურთხევა მთელ საქართველოზე, შეგახსენებთ ,,გაახარეთ ერთმანეთი ყოველდღიურად”,

გაახარეთ თბილი სიტყვით, კარგი ამბით, უთხარით რომ გიყვართ და გეამაყებათ, ჩაეხუტეთ ერთმანეთს…

ცხოვრება წამიერია ისედაც ხომ ვიცით…

დღეს კარგია უახლოესი 1 თვის გეგმების ჩამოწერა და დაფიქსირება ფურცელზე.

მიყვარხართ…

სიკეთე, სიხარული და ბედნიერება თქვენს ოჯახებსა და სრულიად საქართველოს“ – წერს მიხეილ ცაგარელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

„დღეს, 16 აგვისტოს ახალმთვარეობაა, სასურველია შინაგანი სიმშვიდით გავიაროთ ეს დღე“ – რას გვირჩევს მიხეილ ცაგარელი

1292
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
1292
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული