Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
129

22 სექტემბერს „დღე ავტომობილის გარეშე“ – საერთაშორისო დღე აღინიშნა. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო შეუერთდა ორგანიზაცია ,,საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ ინიციატივას და საზოგადოებას კამპანიაში ჩართულობისკენ მოუწოდა.

აქციის ფარგლებში, რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიიდან ფეხით მოსიარულეთა და ველომოყვარულთა მსვლელობა გაიმართა, რომელშიც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა ევროკავშირის ელჩთან საქართველოში იანოშ ჰერმანთან, მინისტრის მოადგილეებთან და სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად მიიღო მონაწილეობა. მსვლელობა თავისუფლების მოედნის გავლით ვარდების მოედანზე დასრულდა, რომელიც მუსიკალურმა ბენდმა „დრამ სქულმა“ გააფორმა.

„დღე ავტომობილის გარეშე“ 2000 წლიდან აქტიურად აღინიშნება ევროპასა და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და მიზნად ისახავს ქალაქის ცენტრალურ უბნებში ნაკლები კერძო ავტომობილის მოძრაობით გარემოს მოფრთხილებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.
მოქალაქეები ამ დღეს თავს იკავებენ პირადი ავტომობილით სარგებლობისგან, გადაადგილდებიან ფეხით ან იყენებენ ალტერნატიულ და ჯანსაღ ტრანსპორტს – ველოსიპედს ან საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სხვა საშუალებებს.

2

14409218_1329789840394756_1989562691_n

14454522_1329789860394754_115105909_n

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

“დღე ავტომობილის გარეშე” გარემოს დაცვის მინისტრმა ველოსიპედით აღნიშნა

129
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
129
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული