Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
145

“ვფიქრობ, რომ 2023 წელს დავოსში ვიზიტი და მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში შეხვედრები გამორჩეულად შედეგიანად და საინტერესოდ წარიმართა, განსაკუთრებით ჩვენთვის, საქართველოსთვის, რადგან პროექტები, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობდით, განსაკუთრებული ყურადღების ქვეშაა და ინტერესს იწვევს ინვესტორებისგან და ზოგადად, საერთაშორისო საზოგადოებისგან”, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, რომელმაც მონაწილეობა მიიღო დავოსში გამართულ საქართველოს სამთავრობო დელეგაციის შეხვედრებში.

ვიცე-პრემიერმა დავოსის ფორუმი ბიზნეს შეხვედრების კუთხით ნაყოფიერად შეაფასა. მისი თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელძღვანელობით, დელეგაციამ შეხვედრები გაიმართა ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკის, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მიმართულებით მსოფლიოს ყველაზე წამყვან კომპანიებთან.

[related_news id=”825576″ align=”left”]

მათ წარმომადგენლებთან განხილული იქნა ამ დარგებში საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები და საქართველოში არსებული მდგომარეობა.

“თითოეულმა კომპანიამ საქართველოსთან თანამშრომლობის დაინტერესება გამოთქვა. მათ ჩვენ წინასწარ მივაწოდეთ ინფორმაცია კონკრეტული პროექტების და საქართველოს შესახებ, თუმცა, პირადი შეხვედრები, ვფიქრობ, განსაკუთრებით სასარგებლოა და აუცილებლად მოიტანს კონკრეტულ შედეგებს, რომელიც უკვე ინვესტიციებში აისახება”, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

“ის ამბიციური გეგმები, რომელთა შესახებაც ჩვენ გამოვაცხადეთ და მოსახლეობას ვუთხარით წლის ბოლოს და უკავშირდება განახლებულ სატრანსპორტო და საპორტო ინფრასტრუქტურას, ასევე ენერგეტიკის სფეროს და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით უფრო მეტი უცხოური კომპანიის საქართველოში მოღვაწეობას, ვფიქრობ, რომ დავოსის შეხვედრების შედეგად, კიდევ უფრო ხელშესახები იქნება და გააქტიურდება”, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

“დავოსის შეხვედრები აუცილებლად მოიტანს კონკრეტულ შედეგებს, რაც ინვესტიციებში აისახება” – ლევან დავითაშვილი

145
პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
145
პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული