დათო ხუჯაძემ „ღამის პრაიმ ტაიმთან“ საკუთარი ცხოვრების განმავლობაში სტერეოტიპების მსხვრევაზე გააკეთა კომენტარი და აღნიშნა:
„კაციც ადამიანია და შეუძლია იტიროს, რატომ არა?! ჩვეულებრივი მოვლენაა. არ მიტირია, მაგრამ ცრემლი წამომივიდა, როდესაც გავიგე, რომ ბავშვი შემეძინა… ესეც ხომ ტირილია?! ბავშვის მოვლაშიც ვერ ვხედავ პრობლემას და მეც ვმონაწილეობ. ინდივიდუალურია, ვიღაც იზამს, ვიღაც – არა.
[related_news id=”635922″ align=”right”]დღეს ვინც ვარ, ის ადამიანია, ვინც თავის დროზე სტერეოტიპები დაანგრია. იცით, ავლაბარი როგორი უბანია. გიტარით სიარული და სცენაზე გასვლა არ იყო მიღებული… ამ ქვეყნიდან გასვლის სტერეოტიპიც დავანგრიე, ავლაბრიდან ვორონცოვზე თუ მიხვალო, ამბობდნენ, მე კი ძალიან შორს წავედი.
რაც შეეხება „სახეს“, „შენ რა სექსი ხარ“ უფრო მეტად სტერეოტიპის დანგრევა კი არ იყო, იმის ხმამაღლა თქმა, რასაც ყველა ფიქრობდა.
სტერეოტიპების დარღვევა იყო „სახის“ შემთხვევაში, ავთანდილმა რომ ჩაგვაცვა ბრჭყვიალა კომბინეზონები, ფორჩხიძემ შეიღება თმა. ეს იმ მომენტისთვის სიახლე იყო… რასაც ავთო გვაცმევდა, იქიდანვე ანგრევდა სტერეოტიპებს…“
დათო ხუჯაძეს და ეკა დალაქიშვილს შვილი შეეძინათ – რა დაარქვეს პატარას