Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
84

საავტომობილო გზების დეპარტამენტი, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კმ132 – კმ135 მონაკვეთზე, დაახლოებით 2 კმ-იანი გვირაბის მშენებლობას ახორციელებს. მშენებლობა დარიალისა და დევდორაკის ხეობების გადაკვეთის ადგილას  მიმდინარეობს.

სამუშაოებს, ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე – გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე ადგილზე გაეცნო.

ამ დროისათვის, გვირაბის გაყვანა უკვე დასრულებულია და კონტურების გამაგრებისა და გვირაბის მოსაპირკეთებელი სამუშაოები მიმდინარეობს. ასევე,  ხორციელდება მისასვლელი გზებისა და  ყრილის მოწყობა.

დარიალის ხეობაში, ბოლო წლების განმავლობაში სტიქია რამდენჯერმე განმეორდა,  რაც საფრთხეს უქმნიდა ამ მონაკვეთზე მგზავრების გადაადგილებას. ასევე, სტიქიის პერიოდში მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზაზე სატრანზიტო ფუნქცია წყდებოდა, რაც ქვეყნისთვის, საშუალოდ  მილიონ ლარამდე დანაკარგი იყო ყოველდღიურად.

გვირაბის აშენების შემდეგ, სრულად მოგვარდება არსებული პრობლემა და დარიალის ხეობაში გადაადგილება უსაფრთხოდ იქნება შესაძლებელი. გვირაბის მშენებლობა, ასევე, აუცილებელია საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის შენარჩუნებისთვის, ამ მიმართულებით ქვეყანას ექნება სტაბილური სატრანზიტო გზა.

პროექტს სახელმწიფო ბიუჯეტი აფინანსებს და მისი ღირებულება 51 892 174.44 ლარია. სამშენებლო სამუშაოები 2017 წლის მაისში დაიწყო და 2018 წლის ნოემბერში დასრულდება. პროექტის ფარგლებში დასაქმებულია 140 ადამიანი.

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
84
პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
84
პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული