Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
114

სოციალურ ქსელებსა და მედიაში გავრცელებულ ვიდეოკადრებს, რომელშიც ჩანს, რომ ზუგდიდში, დადიანების სასახლეში “საშობაო მეჯლისის” გადაღებისას ხანძარი გაჩნდა, მოდელი და ტელეწამყვანი ეკო ფანგანი ეხმაურება.

მისი განმარტებით, დადიანების სასახლეში და მის ტერიტორიაზე არაფერი არ დამწვარა, ხანძარი კი დენის წყაროს გაუჩნდა.

“ბოროტი ადამიანების და ცრუ ინფორმატორების საყურადღებოდ: დადიანების სასახლეში და მის ტერიტორიაზე არაფერი არ დამწვარა, ყველაფერი არის ისევ ისე უვნებლად, როგორც იყო. დაიწვა მხოლოდ იმედის კუთვნილი დენის წყარო (გენერატორი).

არც არავინ დაშავებულა და არც არავის ემუქრებოდა რამე.

ასევე, არაფერი ემუქრება და ემუქრებოდა თავად სასახლეს. ჩვენ, ვინც ვიმყოფებით გადაღებაზე, არ ვართ სასახლეში, გადაღებები არის ბაღში.

პ.ს. საბოლოოდ ულამაზეს სანახაობას იხილავთ.

მადლობა ყურადღებისთვის”, – წერს ეკო ფანგანი ფეისბუქზე.

დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული კომპლექსის ეზოში ხანძარი გაჩნდა. “საშობაო მეჯლისის” გადაღების დროს, ნიკოსეული სასახლის მიმდებარედ ცეცხლი გენერატორს წაეკიდა. მუზეუმის დირექტორმა დავით ოყუჯავამ რადიო “ათინათს” უთხრა, შედეგად არავინ და არაფერი დაზიანებულა.

“გარე პერიმეტრზე იდგა გენერატორი და მას წაეკიდა ცეცხლი. წუთებში მოვიდა სახანძრო-სამაშველო სამსახური და ჩააქრეს ცეცხლი. არავინ დაშავებულა, არაა დაზიანებული არც სასახლე, არც მცენარე, არც კომპლექსის რამე ინვენტარი”, – აღნიშნა ოყუჯავამ.

ხანძრის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა.

 

„საშობაო მეჯლისის“ გამო დადიანების სასახლე რამდენიმე დღით დაიხურება

ფოტო: დადიანების სასახლეში საშობაო მეჯლისის ტრადიცია აღდგა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

“დადიანების სასახლეში არაფერი არ დამწვარა და არც არავინ დაშავებულა” – რა ინფორმაციას ავრცელებს ეკო ფანგანი

114
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
114
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული