Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
173

მარნეულში, სადაც სატვირთო მანქანები ადგილობრივების პროდუქციის რეალიზებისთვის მივიდნენ, ხმაურია. მოსახლეობა პროდუქციის ჩაბარებისას სოციალურ დისტანციას არ იცავს. ამასთან დაკავშირებით, ადგილზე მყოფებს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა მიმართა და წესების დაცვისკენ მოუწოდა.

“აქ დაავადების გავრცელებაა და უკან დაგვრჩება ეს კიტრი”, – აღნიშნა რეხვიაშვილმა,

როგორც რეხვიაშვილი აცხადებს, სოციალური დისტანცირების და რეკომენდაციების დარღვევამ შესაძლოა მოსახლეობა სავალალო შედეგებამდე მიიყვანოს.

შეგახსენებთ, გუშინ მარნეულის რამდენიმე სოფლის მოსახლეობამ, საგანგებო მდომარეობის პირობებში დაწესებული შეზღუდვები გააპროტესტა. ისინი აცხადებდნენ, რომ შეზღუდვების გამო პროდუქტების რეალიზებას ვერ ახერხებდნენ. საბოლოოდ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მარაგების მართვის შტაბის უფროსმა თენგიზ კალანდაძემ განაცხადა, რომ აქციის მონაწილეებთან მოლაპარაკება წარმატებულად დასრულდა და ისინი პროტესტის გაგრძელებას აღარ აპირებდნენ.

შეთანხმება თითქმის მიღწეულია: მარნეულში აქცია დასრულებულია

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

დაავადება გავრცელდება და უკან დაგვრჩება ეს კიტრი – შოთა რეხვიაშვილი მარნეულის მოსახლეობას

173
პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
173
პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული