Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
806

ცოლად შერთვის მიზნით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში 17 წლის გოგო მოიტაცეს.

შემთხვევა სოფელ იორმუღალოში მოხდა.

ოთხი პირი შირინოვების სახლში შეიჭრა, გოგოს დედას სცემეს, არასრულწლოვანი კი ბებიას ხელიდან გამოსტაცეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.

„ღამის 11 საათზე 17 წლის ბავშვი საკუთარი სახლიდან 4-მა ბიჭმა მოიტაცა […] მინდა, ჩემი შვილი საკუთარი თვალით ვნახო და დაველაპარაკო“, – ამბობს მოტაცებული არასრულწლოვანი გოგოს მამა „ტვ პირველთან“ საუბარში.

მოტაცებული არასრულწოლოვანის დედა მომხდარს იხსენებს და ამბობს, რომ სხეულზე სილურჯეები ახლაც ეტყობა:

„სახლში მე, დედაჩემი და ჩემი შვილი ვიყავით. ღამის პირველ საათზე ეზოში საპირფარეშოსთვის გამოვედით, სიბნელეში ფეხის ხმა გავიგონეთ, რომ მივტრიალდი, 4 ბიჭი დავინახე, უნდა მეყვირა დასახმარებლად, ამ დროს პირზე ხელი მომიჭრა და ფიზიკურად გამისწორდა, სილურჯეებიც მეტყობა.

ჩემს შვილს რაღაც შემოახვიეს და მანქანაში ჩასვეს. იცოდნენ რომ ჩემი მეუღლე და უფროსი ბიჭი სახლში არ იყვნენ, ეს ამიტომ გაბედეს“, – ჰყვება მოტაცებული გოგოს დედა.

„ფორტუნა“ დეტალების გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს. ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

ცოლად შერთვის მიზნით, საგარეჯოში არასრულწლოვანი გოგო მოიტაცეს

806
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
806
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული