როგორც იცით, Coachella-ს ფესტივალი კორონავირუსის პანდემიის გამო, განუსაზღვრელი ვადით გადაიდო. სულ ცოტა ხნის წინ კი, მუსიკალური ფესტივალის 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით გადაღებული დოკუმენტური ფილმი დაანონსდა. გავრცელდა ტრეილერიც, სადაც ისეთი მუსიკალური არტისტები მონაწილოებენ, როგორებიც მობი, ბილი აილიში და სხვა ვარსკვლავები არიან.
[related_news id=”329867″ align=”left”]
ახლა კი ჩვენ უკვე შეგვიძლია ფილმის Coachella: 20 Years in the Desert ნახვა. კრის პერკელის სარეჟისორო ნამუშევრის პრემიერა უკვე შედგა. ფილმში ცნობილი მუსიკოსების საინტერესო ინტერვიუებია ნაჩვენები.