ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი, ნიკოლოზ რაჭველი ამერიკელ მომღერალთან პეტი სმითთან შეხვედრაზე სოციალურ ქსელში წერს.
ლეგენდასთან შეხვედრის კადრები ნინო ანანიაშვილმა გადაიღო.
„ცხოვრების გზაზე კიდევ ერთ ლეგენდას შევხვდი…
ვახშამზე ობიექტური მიზეზით დავაგვიანე და პეტი სმითს მხოლოდ მაშინ მივუსწარი, უკვე დასაძინებლად რომ მიჰყავდათ მასპინძლებს.
რომ დამინახა თვალებში შემომხედა და უცებ მითხრა: თქვენში მე ვხედავ მუსიკას, ისეთს რაც ჯერ არ მომისმენია, მაგრამ თქვენ მას ქმნით… და მე მინდა რომ კიდევ ჩამოვიდე რომ ერთად გამოვიდეთ სცენაზე… მერე დაფიქრდა, ისევ შემომხედა და მითხრა: თქვენ თქვენს თავზე არ გჯერათ იმის, რასაც მე ვგრძნობ და რისიც ბოლომდე მჯერა!
ვუსმენდი გაოგნებული…
და ამ დიალოგს თურმე ასევე ლეგენდა ნინო ანანიაშვილი თავისი ტელეფონით იღებდა და ამ ჯადოსნური შეხვედრის წუთები არა მხოლოდ მეხსიერებაში დამრჩა.
მერე დავუკარი, უშიკამ და ბიჭებმა იმღერეს, შეყოვნდა, მოგვისმინა, მერე მოვიდა და ყურში მითხრა: ეს ყველაზე მშვენიერი იავნანაა, რითაც წვეულებიდან ოდესმე ვინმეს გავუცილებივარო:)
და მაინც, ცხოვრების გზაზე (რომლის გამო ღმერთის და განგების უსაზღვროდ მადლიერი ვარ) კიდევ ერთ ლეგენდას შევხვდი… მეტიც, შეიძლება ოდესმე ერთადაც გავაკეთოთ მუსიკა, რომელიც არ მოგვისმენია, მაგრამ გვესმის და გვჯერა!
ცხოვრების გზაზე კიდევ ერთ ლეგენდას შევხვდი…
ვახშამზე ობიექტური მიზეზით დავაგვიანე და პეტი სმითს მხოლოდ მაშინ მივუსწარი…Posted by Nikoloz Rachveli on Wednesday, October 25, 2023
P.S. დიდი მადლობა ვახშამზე დაპატიჟებისთვის ბიჭებო, უდიდესი საჩუქარი გამიკეთეთ“. – წერს ნიკოლოზ რაჭველი სოციალურ ქსელში.