Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
56

“ქართული ოცნების” წარმომადგენლის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, საარჩევნო უბანებზე ფიქსირდებიან პირები ბეიჯებით, რომლებიც პრესმედიას წარმოადგენენ, თუმცა, ცესკო-ს ბაზებში ისინი ოფიციალურად რეგისტრირებულნი არ არიან. ჩუგოშვილის ინფორმაციით, აღნიშნული პირები “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები არიან.

“არა ერთ საარჩევნო უბანზე, მათ შორის, მაგალითად, ქუთაისის 59-ე ოლქის 125-ე საარჩევნო უბანზე იმყოფებიან პირები, რომლებიც წარმოდგენილნი არიან ბეჯებით და ფიქსირდება, რომ ისინი წარმოადგენენ პრეს-მედიას, თუმცა, ცესკო-ს ბაზაში გადამოწმების შედეგად ირკვევა, რომ ეს პირები არ არის რეგისტრირებულნი, როგორც დამკვირვებლები , შესაბამისად ,წარმოდგენილნი არიან გაყალბებული მოწმობებით და ცდილობენ ხელის შეშლას საარჩევნო პროცესის.

რამდენადაც ჩვენთვის არის ცნობილი და ჟურნლაისტებს და დამკვირვებლებს ვთხოვთ გადაამოწმონ ეს ინფორმაცია, ისინი წარმოადგენენ “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერებს. ჩვენ გვინდა მოვუწოდოთ პოლიტიკურ პარტიებს, რომ დღევანდელი პროცესი კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით წარვმართოთ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ დღევანდელმა დღემ მშვიდად და მინიმალური დარღვევებით ჩაიაროს”,-განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

ჩვენი ინფორმაციით, ენმ-ს მხარდამჭერები უბნებზე გაყალბებული ბეიჯებით არიან – თამარ ჩუგოშვილი

56
პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული