Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
106

თბილისის მერი კახი კალაძე “ევროპული საქართველო” წევრის გიგი უგულავას განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ 50 მილიონი ლარის მოპარვისთვის დაკავებულ კრიმინალს არ შეიძლება ეწოდოს პოლიტპატიმარი. კალაძის თქმით, არსებობს აღნიშნული ფაქტის დამადასტურებელი შესაბამისი მტკიცებულებები, მათ შორის ვიდეომასალაც.

„ჩვენ არ გვყავს პოლიტპატიმრები, ჩვენ გვყავს კრიმინალები, ვინც არიან დაკავებული კონკრეტულ საქმეზე. ადამიანი 50 მილიონს როცა იპარავს, უბრალოდ უხერხულია მას დაარქვა პოლიტპატიმარი. უბრალოდ უხერხულია. მგონია, რომ თქვენც, ჟურნალისტებს გეუხერხულებათ ამ კითხვის დასმა. ძალიან კარგად ვიცით, ამის მტკიცებულებები არსებობს, ვიდეოკადრები არსებობს, როგორ გამოჰქონდათ თანხები. შესაბამისად, გიგი უგულავასთან დაკავშირებით პოლიტპატიმრობაზე საუბარი მართლაც ძალიან უხერხულია იმ პატიმრებთან მიმართებაში, ვინც რაღაც პატარა დანაშაულზე იხდის სასჯელს“, – განაცხადა კახი კალაძემ.

ივანიშვილთან „კატა-თაგვობანას“ თამაშს არ ვაპირებ – გიგი უგულავა

შეგახსენებთ, რომ პატიმრობაში მყოფმა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგი უგულავამ სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ გვერდზე დაწერა, რომ არ სურს, მისი გათავისუფლების საკითხი გახდეს “ბარიერი მაქსიმალურად პროპორციული სისტემის მიღების პროცესში, რაც ქვეყანას, მის მშვიდობიან განვითარებას, ჰაერივით სჭირდება”. უგულავას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა სხვა პოლიტპატიმრების მსგავსად, მძევლად აიყვანა იმის იმედით, რომ მისთვის სასარგებლო და ქვეყნისთვის საზიანო საარჩევნო სისტემის ვაჭრობით, გაიხანგრძლივოს ძალაუფლება.

გიგი უგულავა: 8 წელი მერი ვიყავი და სახელი მაინც დიეტით გავითქვი (ვიდეო)

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

“ჩვენ არ გვყავს პოლიტპატიმრები, ჩვენ გვყავს კრიმინალები” – კახი კალაძე

106
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
106
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული