Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
97

მესტიის გამგებლის კახა ჟორჟოლიანის განცხადებით, ჭუბერის თემში კიდევ ერთი მთა ჩამოიშალა, თუმცა ადამიანური დანაკარგი შემთხვევას არ ჰქონია. როგორც კახა ჟორჟოლიანმა “ფორტუნას” განუცხადა, ზარალი სტიქიური შემთხვევისას არის დიდი. ჭუბერის თემში წაღებულია ხუთი ხიდი, საკარმიდამო ნაკვეთები და დამხმარე ნაგებობები.

“მოხდა მდინარის შენაკადის დაგუბება, ერთბაშად გაარღვია და წამოიღო ხემცენარეები და რაც შეხვდა გზაში, ყველაფერი წაიღო, ხიდები, მოქალაქებთან შევიდა ეზოებში, ზარალი ძალიან დიდი გვაქვს. საკარმიდამო მიწის ნაკვეთები და დამხმარე ნაგებობებია წაღებული. მოქალაქეები, ვისაც საფრთხე ემუქრება ღამეს ახლობლების ოჯახებში გაათენებენ,” – აღნიშნა კახა ჟორჟოლიანმა.

შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, მთელი ღამე გადაუღებელი წვიმის შედეგად, მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭუბერში, იქ, სადაც ნენსკრაჰესი შენდება, მთის ნაწილი ჩამოიშალა, რამაც ღვარცოფი გამოიწვია.

“ფეისბუქზე” ვრცელდება ადგილობრივების მიერ გადაღებული ვიდეო კადრები, სადაც ჩანს თუ როგორ მოაქვს ადიდებულ მდინარეს ქვები და ხეები მიმდებარე ტყიდან. მათი ინფორმაციით, ადიდებულმა მდინარემ წაიღო ხიდები, დატბორილია მიმდებარე ტერიტორია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

ჭუბერში კიდევ ერთი მთა ჩამოიშალა, ზარალი დიდია – მესტიის გამგებელი

97
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
97
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული