Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
88

ჭუბერში მდინარე ნენსკრა კალაპოტს ისე იცვლის, ამ ეტაპზე, რაიმე პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია, – ამის შესახებ 1tv.ge-ს ჭუბერის თემის რწმუნებულმა ნინო ვიბლიანმა განუცხადა. მისი თქმით, მდინარეში წყლის დონემ შედარებით დაიწია, საშიშროება ნაკლებია, თუმცა არსებობს ეპიცენტრები, სადაც საცხოვრებლების დატბორვის საფრთხე ჯერ კიდევ არის.

ამასთან, როგორც ვიბლიანმა აღნიშნა, მარჯვენა და მარცხენა სანაპიროების დამაკავშირებელი ერთადერთი გზა ჩამოინგრა და ჭუბერის ეს ორი ნაწილი ერთმანეთს მოწყვეტილია.

ამ დროისთვის მოსახლეობის ის ნაწილი, რომელსაც საფრთხე ემუქრებოდა, სოფლიდან გაყვანილია. ამასთან, ვიბლიანი აღნიშნავს, რომ რამდენიმე სახლი, სადაც წყალი შესულია და ნახევრად გამონგრეულია, შეიძლება კიდევ ჩამოიშალოს.

ნინო ვიბლიანი განმარტავს, რომ ჭუბერში ვითარებას რთული მეტეოროლოგიური პირობებიც ართულებს, რადგან ხეობაში ისევ წვიმს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

ჭუბერის თემის რწმუნებული: ნენსკრა კალაპოტს ისე იცვლის, რაიმე პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია

88
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
88
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული