Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
571

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერი, ჩჟაო ლიძიანი არ გამორიცხავს, რომ უხანში ეპიდემია აშშ-ის არმიამ გაავრცელა. ამ შესახებ ჩჟაომ Twitter-ზე დაწერა.

ლიძიანს ეჭვი აქვს აშშ-ს 300 წარმომადგენელზე, რომელიც უხანში, რიგით მეშვიდე მსოფლიო თამაშებს ესწრებოდა.

„როდის დაიწყო დაინფიცირება აშშ-ში? რამდენი ადამიანია დაინფიცირებული? რა არის საავადმყოფოების სახელები? შესაძლებელია, რომ აშშ-ის არმიამ მიიტანა ეპიდემია უხანში. იყავით გამჭვირვალე, გახადეთ საჯარო თქვენი მონაცემები. აშშ-მ უნდა აგვიხსნას“, – კითხულობს ჩინეთის საგარეო უწყების წარმომადგენელი.

[related_news id=”306526″ align=”left”]

 

 

ლიძიანის კომენტარი აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, რობერტ რედფილდის განცხადებას მოჰყვა, რომლის თანახმად, ზოგიერთი პაციენტი, რომელიც ადრე გრიპის ვირუსით გარდაიცვალა, სინამდვილეში, სავარაუდოდ, კორონავირუსის მსხვერპლი გახდა.

ჩინეთში ეჭვობენ, რომ აშშ რეალური მიზეზის გადაფარვას ცდილობს.

თავის მხრივ, გამოცემა  „თრენდინგ ფოლითიქსი“ წერს, რომ ჩინეთი ამ გზით პანდემიაზე პასუხისმგებლობის მოხსნას ცდილობს.

შეგახსენებთ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

ჩინეთში ეჭვობენ, რომ უხანში ეპიდემია აშშ-ის არმიამ გაავრცელა

571
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
571
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული