Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
73

„საპარტნიორო ფონდსა“ და „ჩინეთის განვითარების ბანკს“ შორის თანამშრომლობის ჩარჩო ხელშეკრულება და „20 მილიონი აშშ დოლარის სესხის ძირითადი პირობების შეთანხმებაგაფორმდა.

საპარტნიორო ფონდის ცნობით, ფონდსა და ბანკს შორის მოლაპარაკების პირველი ეტაპი წარმატებით დასრულდა. „ჩინეთის განვითარების ბანკის“ მხრიდან, სესხი სახელმწიფო გარანტიის გარეშე გაიცემა, რაც საქართველოში არსებული სახელმწიფო კომპანიებისათვის პირველი პრეცედენტია. თანამშრომლობის ჩარჩო ხელშეკრულება მომდევნო წლისთვის სესხის 50 მილიონამდე გაზრდას ითვალისწინებს.

დოკუმენტები პეკინში „ჩინეთის განვითარების ბანკის“ სათაო ოფისში გაფორმდა. ჩინეთის განვითარების ბანკი უცხოური ინვესტიციებისა და ფინანსური თანამშრომლობის სფეროში საკუთარი აქტივებით მსოფლიოს უმსხვილეს საფინანსო ინსტიტუტს წარმოადგენს. ჩინეთის განვითარების ბანკი ემსახურება „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივას და ხელს უწყობს უცხოეთის მთავრობებთან, ფინანსურ ინსტიტუტებთან და საწარმოებთან აქტიურ თანამშრომლობას სხვადასხვა სექტორში.

ბანკის მიერსაპარტნიორო ფონდისთვისგამოყოფილი თანხა ფონდის საინვესტიციო პორტფელში არსებული და დაგეგმილი პროექტების დაფინანსებას მოხმარდება, რაც ხელს შეუწყობს ფონდის საინვესტიციო საქმიანობის არეალის გაფართოებას.

შეთანხმებული პირობების შესაბამისი სასესხო ხელშეკრულების ხელმოწერა პეკინში 25-26 აპრილს დაგეგმილ „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში იგეგმება, სადაც სიტყვით წარდგება ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე და დამსწრე საზოგადოებას ფონდის საქმიანობისა და ქვეყნის საინვესტიციო უპირატესობების შესახებ მიაწვდის ინფორმაციას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

„ჩინეთის განვითარების ბანკმა” საპარტნიორო ფონდს 20 მილიონი გამოუყო

73
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
73
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული