Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
136

“დღეს ჩვენ ვიცავთ ჩვენი მოსახლეობის ინტერესს. როცა მოქალაქეები პირდაპირ ვერ მონაწილეობენ მოსამართლეების არჩევაში, ჩვენ ვართ მათი წარმომადგენლები და ინტერესების საუკეთესო დაცველები” – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა “ქართული ოცნების” ოფისში, უმრავლესობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, საჭიროა სასამართლო, რომლის მიმართაც მომავალი 30 წლის განმავლობაში მოსახლეობას ექნება ნდობა. გოგიჩაიშვილის შეფასებით, სია, რომელიც იყო წარმოდგენილი პარლამენტისთვის, არის მიუღებელი არა მარტო ამ მოცემულობისთვის, არამედ მომავლისთვისაც.

“ჩვენ გვჭირდება მოსამართლეები, რომლებიც იქნებიან მაღალი ზნეობის მატარებელი ადამიანები, თითით საჩვენებლები, რომელთა ზნეობრივი კრიტერიუმი და მორალური მხარე იქნება დამაკმაყოფილებელი უზენაესი სასამართლოს წევრობისთვის. ამ კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებენ ის ადამიანები, რომლებიც აქამდე იყვნენ წარმოდგენილები. ჩვენი პოზიცია არის ძალიან მარტივი. ის მსჯელობა, რომ წარდგენილი მოსამართლეები გამოკეთდნენ, არის სრულიად მიუღებელი. ეს არის კონფლიქტი 2012 წლის 1 ოქტომბირის ამომრჩევლის დაკვეთასთან, რომლის მემკვიდრეობა არის დღევანდელი პარლამენტი. ეს საკითხი არის პირდაპირი მნიშვნელობით, წყალგამყოფი,” – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

კითხვაზე, ელოდება თუ არა ის ე.წ. ურჩი დეპუტატების გუნდიდან გარიცხვას, გოგიჩაიშვილი პასუხობს, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

ჩინჩალაძის მხარდაჭერა არის წყალგამყოფი – ლევან გოგიჩაიშვილი

136
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
136
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული