18 წლის მაკო გომური, რომელმაც აქციისას ერთი თვალი დაკარგა, უკვე სახლშია. სახლიდან ის საზოგადოებას მოუწოდებს თავს გაუფრთხილდნენ და მასზე არ იღელვონ. [related_news id=”213174″ align=”right”]
მაკო გომური წერს, რომ ახლა გადაღლილია და ძალების აღდგენა სჭირდება, თუმცა მალე გამოჯანმრთელდება.
„სიზუმ გაწი კამერაო.
გვიყვუარხართ ჩვენ♥
მოკლედ, ახლა კარგად ვარ ბავშვებო და ხალხო, უბრალოდ საშინლად გადაღლილი ვარ და მჭირდება ძალების სასწრაფო აღდგენა.
თქვენ ჩემზე არ იღელვოთ, თქვენს ოჯახში კარგად ბრძანდებოდეთ. თავს გაუფრთხილდით რა:)))) [related_news id=”213390″ align=”left”]
ძალიან მალე გამოვჯანმრთელდები ძალიან, ძალიან მალე♥“ – წერს მაკო გომური.
ცნობისთვის სუზი მაკოს ახალი კნუტია, რომელიც გუშინ, საავადმყოფოდან გამოწერისას სოფიკო მთივლიშვილმა აჩუქა.
შეგახსენებთ, 18 წლის მაკო გომურს 20-21 ივნისის აქციის დარბევის დროს თვალში სპეცრაზმელის მიერ ნასროლი ტყვია მოხვდა, შედეგად მან თვალიც და მხედველობაც სრულად დაკარგა.
საავადმყოფოდან მან წერილი გაავრცელა, სადაც საზოგადოებას მხარდაჭერისკენ მოუწოდა: “ვპირდები ყველა ჩემს გულშემატკივარს, ვიდგები მყარად და დამპირდით, რომ თქვენც იდგებით ჩემს გვერდით და იბრძოლებთ უსამართლობის წინააღმდეგ”.