Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
215

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება.

პეტრო პოროშენკო სასამართლომ პირადი თავდებობით გაათავისუფლა

როგორც სააკაშვილი წერს, პოროშენკომ თქვა, რომ მას ისევე დევნიან, როგორც ივანიშვილი დევნის სააკაშვილს.

სააკაშვილი იხსენებს, რომ პირველად ციხეში, კიევში სწორედ პოროშენკოს ბრძანებით მოხვდა და აქვე აღნიშნავს, რომ ეს “პეტრო პოროშენკოს ალბათ დაავიწყდა”.

მიხეილ სააკაშვილი ასევე აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებისგან განსხვავებით, უკრაინა ცივილიზებულ წესებს იცავს:

“უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ, უკრაინაში დაბრუნების წინ, ამერიკულ გამოცემა “პოლიტიკოსთან” განაცხადა, რომ მას ისევე დევნიან, როგორც იანუკოვიჩი დევნიდა ტიმოშენკოს და ივანიშვილი დევნის სააკაშვილს.

ჩემს ყოფილ საუნივერსიტეტო მეგობარს ეტყობა დაავიწყდა, რომ პირველად ციხეში მისი ბრძანებით მოვხვდი სწორედ კიევში, მაგრამ სასამართლომ რამდენიმე დღეში გამიშვა, ისევე როგორც ახლა კიევის სასამართლომ პოროშენკო არ დაიჭირა.

განსხვავებით საქართველოს ხელისუფლებისგან, უკრაინა იცავს ცივილიზებულ წესებს. ყოფილი პრეზიდენტის ციხეში ჩასმა ძალიან მაღალ სტანდარტებს მოითხოვს, თუმცა, ჩემს შემთხვევაში, არანაირი სტანდარტები მინიმალურადაც კი არაა დაცული.

საქართველო ხელში ველურებს ჩაუვარდა და ჩვენი ვალია, თუნდაც მე ეს სიცოცხლის ფასად დამიჯდეს, ჩვენი ქვეყანა ამ ჯოჯოხეთიდან დავიხსნათ”, – წერს სააკაშვილი.

შეგახსენებთ, უკრაინის ექსპრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, რომელსაც სახელმწიფო ღალატში სდებდნენ ბრალს, კიევის პეჩორის რაიონულმა სასამართლომ პირადი თავდებობით გუშინ გაათავისუფლა. 

რა აკავშირებს პეტრო პოროშენკოს სააკაშვილთან და რა ქონებას ფლობს უკრაინის რიგით მე-7 უმდიდრესი ადამიანი

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

ჩემს ყოფილ საუნივერსიტეტო მეგობარს ეტყობა დაავიწყდა, რომ პირველად ციხეში მისი ბრძანებით მოვხვდი: სააკაშვილი პოროშენკოზე

215
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
215
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული