Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
112

ჩეხეთში ჰაერისგან ლუდის ხარშვა დაიწყეს. უჩვეულო ტექნოლოგია Radegast-ის ლუდსახარშმა დატესტა. საინტერესო ინფორმაციას the Mayor ავრცელებს.

ზოგადად, ერთი ლიტრის ქაფიანი სასმლის დასამზადებლად ლუდსახარში 4,5 ლიტრ წყალს იყენებს. ჩეხეთში ცდილობენ, რომ ეს მაჩვენებელი შეამცირონ და სხვადასხვა ტექნოლოგიების გამოყენების უკვე მიაღწიეს იმას, რომ საშუალო მაჩვენებელმა ქვეყნის მასშტაბით 3,5 ლიტრამდე დაიწია.

Radegast-ის სპეციალისტებმა კი შეძლეს, რომ ლუდი ჰაერისგან მიღებული წყლით მოეხარშათ. სპეციალური მოწყობილობის დახმარებით ისინი დღეში 50-დან 70 ლიტრამდე წყალს იღებენ. მთლიანობაში ამ მეთოდით 200 ლიტრი ლუდი დამზადდა. მწარმოებელთა თქმით, სასმელი საკმაოდ მწარე გამოვიდა.

ჩეხეთი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ლუდის ხარშვის პროცესი მაქსიმალურად ეკოლოგიური გახადოს. მაგალითად, რამდენიმე ბრენდის ლუდი უკვე აღარ იყიდება პლასტმასის ბოთლებით, რათა გარემოს დაბინძურება შემცირდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
112
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
112
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული