Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
105

დღეს დილით, ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილის მძღოლი დაკავებულია.

როგორც შსს-ში აცხადებენ, მძღოლი 276-ე მუხლის საფუძველზეა დაკავებული, რაც სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ამასთან, შსს-ში აცხადებენ, რომ დაკავებულს შესაბამისი ექსპერტიზა ჩაუტარდა და დადგინდა, რომ სასწრაფოს მძღოლი, არც ნარკოტიკული და არც ალკოჰოლური თრობის ქვეშ არ იმყოფებოდა. დაკავებულისთვის ბრალი ჯერ არ წარუდგენიათ.

ჭავჭავაძის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 12 პირი დაშავდა, ერთი კი გარდაიცვალა. დაშავებულები სხვადასხვა კლინიკებში არიან გადაყვანილი. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილი ჭავჭავაძის გამზირზე ერთ-ერთ მშენებარე ობიექტთან მოქალაქეებს დაეჯახა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი ავარიის გამო სასწრაფო დახმარების ავტომობილის მძღოლი დააკავეს

105
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
105
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული