Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
95

Chance the Rapper Backstreet Boys-ის მეექვსე წევრი გახდა. საქმე ისაა, რომ  25 წლის რეპერი ,,დორიტოსის” ახალი არომატის სარეკლამო რგოლში ლეგენდარულ ბოი-ბენდთან ერთად გამოჩნდა.

უნდა აღინიშნოს, რომ პოპულარული ჩიფსების მწარმოებელი კომპანიის კომერციული რეკლამა, რომელსაც ფონად 25 წლიანი ისტორიის მქონე კოლექტივის მეგაჰიტი I Want It That Way გასდევს, საკმაოდ ფერადი და ეფექტური გამოვიდა.

ამასთან, შეიძლება ითქვას, რომ ვიდეო სიმღერის კლიპის ანალოგია, რადგან კადრი აეროპორტში მყოფი ახალგაზრდა ვარსკვლავით იწყება, რომელსაც თეთრ სმოკინგებში გამოწყობილი ბრაიან ლიტრელი, ნიკ კარტერი, ჰაუი დოროუ, ეიჯეი მაკლინი და კევინ რიჩარდსონი უერთდებიან.

#NowItsHot – სწორედ ამ სლოგანით ,,დორიტოსმა” რეკლამა სპეციალურად ,,სუპერბოულისთვის” გადაიღო.

https://www.youtube.com/watch?v=WTMzIZhI7q8&fbclid=IwAR2f9gU7GmYxbEjaylKixJpxmolt10OIg47R5cHIMNktc6hUCLWKLrc2F1c

შეგახსენებთ, რომ ,,სუპერბოული” 3 თებერვალს, Mercedes-Benz-ის სტადიონზე, ატლანტაში გაიმართება. ამერიკის ეროვნული საფეხბურთო ლიგის ჩემპიონატის ფინალს მუსიკალურად Maroon 5ტრევის სკოტი და ბიგ ბოი გააფორმებენ. ცნობილია, რომ სცენაზე გლედის ნაიტსაც ვიხილავთ, რომელიც ,,ვარსკვლავებით მოჭედილ დროშას” შეასრულებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

Chance the Rapper-მა Backstreet Boys-თან ერთად გაიბრწყინა (ვიდეო)

95
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

Chance the Rapper-მა Backstreet Boys-თან ერთად გაიბრწყინა (ვიდეო)

95
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული