Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
95

ფრანკფურტის მუსიკის ფესტივალმა, ასტრონავტების სასწავლო თვითმფრინავში გადაინაცვლა. ეს თვითმფრინავი კი მსოფლიოში პირველ ნულოვანი გრავიტაციის კლუბად იქცა.

ოთხშაბათს კლუბური მუსიკის მოყვარულები ახალ სიმაღლეებზე ავიდნენ – პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით. ამ სიამოვნებას კი ორი ყველაზე ცნობილი დიჯეი არმინ ვან ბუვენი და სტივ აოკი დაემატა.

4 საათიანი საჰაერო მოგზაურობიდან, რომელიც გერმანიის ქალაქიდან ხმელთაშუა ზღვისკენ გახორციელდა, “ქლაბერებმა” სიმძიმის გარეშე 5 წუთის განმავლობაში იცეკვეს.

ივენთში მონაწილეობის შესაძლებლობა 30 000 აპლიკანტიდან მხოლოდ 30 ადამიანს მიეცა.

18-33 წლამდე “ქლაბერები” მთელი მსოფლიოდან იყვნენ წარმოდგენილები, მათ შორის, აშშ-დან, ბრაზილიიდან, მაროკოდან, ესპანეთიდან, გერმანიიდან და ავსტრალიიდან.

“ეს იყო ჩემ ცხოვრებაში ყველაზე მაგარი გამოცდილება, ჭერში ჯდომა – ეს საოცრებაა”, – განაცხადა ივენთის შემდეგ, დიჯეი სტივ აოკმა.

“ქლაბერები” ამბობენ, რომ ასეთ დროს ნაბიჯის გადადგმაც კი უცნაურია და ცოტა შეშინებულიც კი ხარ, თუმცა “პირველი მოძრაობის შემდეგ, ყველაფერი ძალიან მაგარია”.

ამ ყველაფერს მეთვალყურეობას ორი ასტრონავტიც უწევდა, რომლებიც მზად იყვნენ, სტუმრების ცუდად გახდომის შემთხვევაში, პირველადი დახმარება გაეწიათ. თუმცა, მსუბუქი გულისრევის შეგრძნების გარდა, “ქლაბერებს” ჯანმრთელობის პრობლემები არ შექმნიათ.

აღსანიშნავია, რომ ბორტზე, ალკოჰოლი აკრძალული იყო.

თამთა უთურგაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

ცეკვა ჰაერში: მსოფლიოში პირველი ნულოვანი გრავიტაციის კლუბი [ვიდეო]

95
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
95
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული