Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
37

აღნიშნული გადაწყვეტილება გერმანიის საფეხბურთო ლიგამ ცოტა ხნის წინ მიიღო. ლიგის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ პროტოკოლში ნათქვამია, რომ გარკვეული წესების დაცვის შემთხვევაში გულშემატკივარს სტადიონზე დაბრუნება შეუძლია.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისათვის, ჩემპიონატის პირველი წრის მატჩებს მხოლოდ მასპინძელი გუნდების ფანები დაესწრებიან. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზანია ხელი შეუშალოს ხალხის მასების ქალაქიდან ქალაქში გადაადგილებას, რაც ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით საფრთხის შემცველია.

რასაკვირველია, ჯერჯერობით სტადიონების ბოლომდე შევსებაზე საუბარიც არ არის. გულშემატკივარს ტრიბუნებზე დისტანციის დაცვა მოუწევს. სტადიონის ტერიტორიაზე ნებისმიერი სახის ალკოჰოლური სასმელის შეტანა აიკრძალება, ფეხზე დასადგომი სექციები კი მინიმუმ ნოემბრამდე არ გაიხსნება.

უკვე ცნობილია, რომ „ბუნდესლიგის“ 2020-21 წლების სეზონი 18 სექტემბერს დაიწყება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
37
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
37
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული