Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
78

უკრაინაში ქართული კინოს მე-10 ფესტივალი გაიმართება. ქართული კინოს ფესტივალი კიევში რეჟისორ ლევან კოღუაშვილის ფილმით ”ბრმა პაემნები” გაიხსნება. ათი დღის განმავლობაში კი ნაჩვენები იქნება, როგორც ახალი ქართული კინონამუშევრები, ასევე საერთაშორისო მასშტაბით აღიარებული ქართული ფილმები, მათ შორის ოთარ იოსელიანის ”შანტრაპა”, ელდარ შენგელაიას ”ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი”, ნანა მჭედლიძის ”პირველი მერცხალი”, რუსუდან ჭყონიას ”გაიღიმეთ” და ზაზა რუსაძის ”ჩემი საბნის ნაკეცი”.

კინოფესტივალი საზეიმოდ 22 ნოემბერს, კინოთეატრ ”კიევში” გაიხსნება და 2 დეკემბრის ჩათვლით გასტანს. ფესტივალის ფარგლებში ქართული ფილმები  ნაჩვენები იქნება უკრაინის სხვა ქალაქებშიც: ხერსონი (24-25 ნოემბერი), ოდესა (25-28 ნოემბერი), სუმი (27-28 ნოემბერი), პოლტავა (28 ნოემბერი), დნეპროპეტროვსკი (1-2 დეკემბერი).

ფესტივალი უკრაინის კულტურის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, უკრაინაში საქართველოს საელჩოსა და საქართველოს ეროვნული კინემატოგრაფის ცენტრის დახმარებით იმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
78
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
78
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული