Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
69

ბრაზილიაში ყოფილ პრეზიდენტს, ლულა და სილვას, დააკავებენ.

დაკავების ორდერი  ფედერალურმა მოსამართლემ, სერჟიუ მორომ, გასცა.

ბრაზილიური ტელეარხ Globo-ს ინფორმაციით, ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტი პოლიციას დღეს, ადგილობრივი დროით, 17:00 საათზე უნდა ჩაბარდეს.

„რაც შეეხება მსჯავრდებულ ყოფილ პრეზიდენტს, ლუის ინასიუ ლულა და სილვას, მისი თანამდებობისადმი პატივისცემიდან გამომდინარე, რომელსაც ის იკავებდა, მე მას შესაძლებლობას ვაძლევ, თავისი ნებით წარსდგეს ქალაქ კურიტიბას ფედერალური პოლიციის განყოფილებაში 6 აპრილის 17:00 საათამდე. ასევე ვადგენ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, ყოფილ პრეზიდენტთან მიმართებაში ხელბორკილების გამოყენება იკრძალება,“ – ნათქვამია მოსამართლის ორდერში.

ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტი კორუფციის საქმეზეა მსჯავრდებულია და პატიმრობის ვადა 12 წლამდე აქვს განსაზღვრული.  ყოფილი პრეზიდენტი, ლულა და სილვა, წინასწარ მომზადებულ საკანში იქნება მოთავსებული.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტის დაკავების ორდერი გაიცა

69
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
69
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული