Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
700

მსახიობი ლეონარდო დიკაპრიო ამაზონის ტყეებში ხანძრების გაჩენაში ვრაზილიის ბრეზიდენტმა დაადანაშაულა. ჟაირ ბოლსონარუს თქმით, ჰოლივუდელი ვარსკვლავი ტროპიკულ ტყეებში ცეცხლის გაჩენას აფინანსებდა.

„ლეონარდო დიკაპრიო კარგი ბიჭია, არა? მისი ფულით ამაზონის ტყეებში ხანძრებს აჩენენ“, – განაცხადა ბოლსონარუმ, მას შემდეგ რაც ერთ-ერთმა მხარდამჭერმა მას ქვეყნის ბუნებრივი რესურსების გადარჩენა სთხოვა.

[related_news id=”238157″ align=”left”]ბრაზილიის პრეზიდენტის ჟაირ ბოლსონარუ აცხადებს, რომ ლეონარდო დიკაპრიოს საქველმოქმედო ფონდმა „მსოფლიო ველური ბუნების დაცვის ფონდს“ თანხა გადაურიცხა. აღნიშნულმა ფონდმა კი თანხა მოხალისე მეხანძრეებს დაურიგა. ბოლსონარუს თქმით, სწორედ მათ ბრალდებათ ამაზონის ტყეებში ხანძრების გაჩენა.

თავად ლეონარდო დიკაპრიო და „მსოფლიო ველური დაცვის ფონდი“ უარყოფენ, რომ რამე სახის თანხა გადაურიცხეს მოხალისე მეხანძრეებს. ლეონარდო დიკაპრიოს საქველმოქმედო ფონდი გარემოსდაცვით საქმიანობას ხშირად აფინანსებს.

„დედამიწის ფილტვებად“ წოდებულ ამაზონის ტყეში ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე ძლიერი ხანძარი 6 აგვისტოს გაჩნდა. 26 აგვისტოს „დიდი შვიდეულის“ წევრებმა ხანძარის ჩასაქრობად 22 მილიონი დოლარი გამოყვეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

ბრაზილიის პრეზიდენტმა ლეონარდო დიკაპრიო ამაზონში ხანძრების გაჩენის ხელშეწყობაში დაადანაშაულა

700
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
700
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული