წყალდიდობას ბრაზილიაში, მინას-ჟერაისის შტატში 46 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულია 48 და დაკარგულად ითვლება 19 ადამიანი.
შტორმისა და გადაუღებელი წვიმის შედეგად წყალდიდობის გამო ტერიტორიის დატოვება 25 ათასზე მეტ ადამიანს მოუწია.
რეგიონში ბოლო 110 წლის განმავლობაში ყველაზე ხანგრძლივი გადაუღებელი წვიმა დაფიქსირდა.