Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
93

ბრაზილიაში, კაშხლის გარღვევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 65-მდე გაიზარდა, უგზო-უკვლოდ დაკარგულად 279 ადამიანი ითვლება. 31 დაღუპული ადამიანის ვინაობა უკვე დადგენილია. ამის შესახებ მინას-ჟერაის შტატის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი.

ხელისუფლებამ იმ ადამიანების ოფიციალური სია გამოაქვეყნა, რომელთანაც დაკავშირება ვერ ხერხდება. შეგახსენებთ, რომ აქამდე საუბარი იყო 60 დაღუპულზე და 292 უგზო-უკვლოდ დაკარგულზე.

ბრუმადინიუს მუნიციპალიტეტში კაშხალი 25 იანვარს გაირღვა, რის შემდეგაც ტალახის ნაკადმა კომპანია Vale-ს ადმინისტრაციული შენობები და საცხოვრებელი სახლები დაფარა. ინციდენტის ადგილზე საავარიო გამაფრთხილებელი სიგნალი არ ჩაირთო. სამაშველო ოპერაცია შესაძლოა, რამდენიმე კვირას გაგრძელდეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

ბრაზილიაში კაშხლის გარღვევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 65-მდე გაიზარდა

93
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
93
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული