ამიერიდან, მოგზაურებს შესაძლებლობა ექნებათ, საყვარელ ადამიანებს დაბადების დღე დედამიწიდან 10 000 მეტრის სიმაღლეზე მიულოცონ, ხელი სთხოვონ ან სხვა რაიმე დღესასწაული აღნიშნონ – უკრაინულმა ავიაკომპანიამ სერვისი „გილოცავთ ბორტზე” დანერგა.
როგორც avianews-ი ავიაკომპანიის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება, ამ სერვისით სარგებლობისთვის YanAir Airlines-ს ოფიციალურ ვებგვერდზე, სპეციალურ ოფციაში შეკვეთის გაკეთებაა საჭირო და ბორტზე მყოფ ნებისმიერ მგზავრს, ბორგამყოლი ულამაზეს სადღესასწაულო ტორტს მიართმევს, რომელსაც ჟოლოს მუსი ამშვენებს.
[related_news id=”256182″ align=”left”]
აღნიშნული სერვისით სარგებლობა მსურველს 12 დოლარი დაუჯდება.
შეგახსენებთ, YanAir-ი მიმდინარე წელს კიევიდან, მხოლოდ ბათუმის მიმართულებით დაფრინავდა, ზამთრის სანავიგაციო პერიოდში კი ავიარეისებს კიევი-თბილისის, კიევი-ბათუმის და ხარკოვი-ბათუმის მიმართულებებზე შეასრულებს.
