ბორტზე გაჩენილმა ბოლმა ნამდვილი პანიკა გამოიწვია. ავიაკომპანია IndiGo-ს თვითმფრინავს ექსტრემალურად დაჯდომა მოუხდა, რათა ბორტზე მყოფ 136 მგზავრს საფრთხე არ შექმნოდა.
ინციდენტი ჯაიპურიდან ბენგალიისკენ მიმავალ რეისზე მოხდა. სალონში უეცრად ბოლი გაჩნდა, რასაც ნამდვილი არეულობა მოყვა და ბორტგამცილებლები მგზავრების დამშვიდებას ვეღარ ახერხებდნენ. შედეგად, ხომალდი ქალაქ კოლკატაში დაეშვა და მგზავრების სასწრაფო ევაკუაციაც დაიწყო. ამჟამად გამოძიება ინციდენტის მიზეზების დადგენას ცდილობს, რათა დამნაშავეები სათანადოდ დაისაჯონ.