ბორჯომში დაკარგული გოგონები პოლიციამ ზესტაფონში იპოვა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, 15 წლის გოგონების ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.[related_news id=”205869″ align=”left”]
პოლიციამ ორივე არასრულწლოვანი გვიან ღამით მშობლებთან ოჯახებში დააბრუნა.
არასრულწლოვანების გაუჩინარების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს.
გოგოები ხუთშაბათს დღის პირველ ნახევარში დაიკარგნენ და მათ მთელი დღის განმავლობაში ეძებდნენ. მშობლებმა და სკოლის ადმინისტრაციამ პოლიციას მას [related_news id=”205929″ align=”right”] შემდეგ მიმართა, რაც ბავშვები დილით სკოლაში არ მივიდნენ. მათი მობილური ტელეფონები და მაისური ბორჯომის ერთ-ერთ ქუჩაზე მიტოვებულ შენობაში იპოვეს, რის შემდეგაც გაჩნდა ეჭვი, რომ ისინი შესაძლოა გაიტაცეს. ვრცელდებოდა ინფორმაცია მათი სხვადასხვა ქალაქებში პოვნის შესახებ, თუმცა საბოლოოდ ისინი ზესტაფონში აღმოჩნდნენ.