Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
321

ბორჯომში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. დანაშაულში ბრალდებული პირი, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ცხელ კვალზე დააკავეს.

უწყების ცნობით, დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს:

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 8 ივლისს, ბორჯომის ცენტრალურ პარკში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 2000 წელს დაბადებულ დ.ხ.-ს, ცივი იარაღით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

პოლიციამ, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში ბრალდებული თ.ბ. ცხელ კვალზე, შემთხვევის ადგილზე დააკავა.

დანაშაულის ჩადენის იარაღი ამოღებულია ნივთმტკიცების სახით.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს“, – აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

ბორჯომში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

321
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
321
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული