Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
96

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი თვითიზოლაციაში გადავიდა. ამის მიზეზი სამეფოს ჯანდაცვის მინისტრის საჯიდ ჯავადის კორონავირუსით დაინფიცირება გახდა, რომელთანაც ჯონსონს შეხვედრა 17 ივლისს ჰქონდა. თვითიზოლციაში იმყოფება დიდი ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრი, რიში სუნაკიც.

BBC -ის  ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი თავს კარგად გრძნობს და დაგეგმილ შეხვედრებს დისტანციურ რეჟიმში გამართავს.

იქამდე კი რამდენიმე საათით ადრე ცნობილი გახდა, რომ გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის მინისტრს, საჯიდ ჯავიდს კორონავირუსი დაუდასტურდა.

„დღეს დილით კორონავირუსის PCR ტესტმა ვირუსის არსებობა დაადასტურა. მე ვრჩები იზოლაციაში და მუშაობას სახლიდან განვაგრძობ. ვაქცინის ორივე დოზის მიღების გამო, ჩემი სიმპტომები მსუბუქია. გთხოვთ ჩაიტაროთ ვაქცინაცია თუ ეს უკვე გაკეთებული არ გაქვთ“, – დაწერა მან „ტვიტერზე“.

აღსანიშნავია, რომ ბორის ჯონსონი „კოვიდ-19“-ით უკვე იყო ინფიცირებული და მან დაავადება მძიმედ გადაიტანა. გასულ წელს რამდენიმე დღის განმავლობაში კომატოზურ მდგომარეობაშიც კი იმყოფებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

ბორის ჯონსონი თვითიზოლაციაში გადავიდა

96
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
96
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული