Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
156

“მსჯელობა იყო, თუ როგორ უნდა მოხერხდეს ამ სიტუაციის კონტროლი”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ბოლნისში შექმნილ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე საუბრისას განაცხადა.

მუნიციპალიტეტის ორ სოფელში, გეტასა და მუშევანში, კორონავირუსის გავრცელების შემთხვევები იზრდება. ადგილობრივებს მუდმივად უტარდებათ თერმოსკრინინგი და ვირუსზე ტესტირება.

ქვემო ქართლის რეგიონის გუბერნატორმა, ინფორმაცია ბოლნისში გატარებულ სამედიცინო ღონისძიებებზე პრემიერ-მინისტრს მიაწოდა. ვიდეოკონფერენციას შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

პაატა იმნაძის შეფასებით, ბოლნისის ამ ორ სოფელში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია უკვე უკიდურესად მძიმეა.

“ბოლნისის რაიონში არის ორი სოფელი, სადაც, ვიტყოდი რომ, თუ გადავიანგარიშებთ მოსახლეობაზე, იქ, დაახლოებით, იტალია ხდება. მსჯელობა იყო, თუ როგორ უნდა მოხერხდეს ამ სიტუაციის კონტროლი, როდესაც საგანგებო მდგომარეობა გაუქმდება, მერე რა გზებით და საშუალებებით უნდა მოხერხდეს სიტუაციის კონტროლი”, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

შეხვედრაზე ყურადღება ამ ორ სოფელში ძალოვანი უწყებების მიერ მკაცრი საკარანტინო რეჟიმის აღსრულების კონტროლზე გამახვილდა.

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

ბოლნისის ორ სოფელში დაახლოებით “იტალია” ხდება – პაატა იმნაძე

156
პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
156
პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული