გერმანული კომპანია BMW გეგმავს ახალი, დიდი ყველგანმავალის BMW X7-ის პრეზენტაცია ლოს ანჯელესის საავტომობილო გამოფენის სტუმრებისთვის გამართოს. გამოფენა ნოემბერში ჩატარდება, აღსანიშნავია, რომ საწყის ეტაპზე ავტომობილს ბენზინის ძრავი ექნება და არა ჰიბრიდული.
მოდელის წარმოება BMW-ს ამერიკულ ქარხანაში, სამხრეთ კაროლინას შტატში ჩაეშვება, რომელიც ავტომობილის სერიულად წარმოებისთვის სრულად მზად არის. აღსანიშნავია, რომ სერიული BMW X7 2017 წელს წარმოდგენილ კონცეპტზე BMW X7 iPerformance-ის ბაზაზე იქნება დაფუძნებული, რომელიც თანამედროვე ჰიბრიდული ძრავით იყო წარმოდგენილი.
ახალი BMW X7 ინტერიერის პრემიალურ გაწყობას მიიღებს.