Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
95

თეირანული კლუბის მოთამაშეებმა მხარი დაუჭირეს გოგონას, რომელმაც თავი დაიწვა ფეხბურთზე სიარულის აკრძალვის გამო.

„ესტეჰლალ თეირანის“ ფეხბურთელებმა აქტივისტ სახარ ხოდაიარის მხარდაჭერა გადაწყიტეს, რომელმაც თავი მოიკლა და ამით ირანის ხელისუფლების მხრიდან სასამართლო დევნა გააპროტესტა.

ხოდაიარის ამბავი მეხივით გავარდა სექტემბრის დასაწყისში. გოგონა თეირანში ფეხბურთის მატჩზე მამაკაცის იერით მივიდა და ციხეში ჩასმის შესაძლებლობის წინაშე აღმოჩნდა. დევნის შესახებ შეტყობინების შემდეგ სახარი სასამართლოს შენონასთან მივიდა და ბენზინის საშუალებით თავი დაიწვა. სხეულის 90%-იანი დამწვრობით გოგონა საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მალევე გარდაიცვალა.

ირანში გოგონამ თავი დაიწვა: ის ფეხბურთზე წასვლის გამო გაასამართლეს

„ესტეჰლალის“ ფეხბურთელებმა ხოდაიარის მხარდაჭერა გამოხატეს. მათ მორიგი მატჩის წინ მაისურზე დაიწერეს „Blue Girl“. ეს მეტსახელი სახარმა მისი საყვარელი გუნდის „ესტეჰლალის“ ცისფერი ფერების გამო მიიღო.

ირანში ქალებს ეკრძალებათ ფეხბურთზე სიარული, მიუხედავად იმისა, რომ ეს ფიფას კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.[related_news id=”247376″ align=”right”]

„ესტეჰლალი“ ირანის 16-გუნდიან ჩემპიონატში მე-11 ადგილზეა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

Blue Girl: ირანელმა ფეხბურთელებმა დაღუპული გოგონას მხარდაჭერა გამოხატეს

95
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
95
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული