Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
239

მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა, რომელმაც Credit Suisse Group-ს მისი ბანკირის, პატრიკ ლესკოდრონის თაღლითობის გამო უჩივლა, ნაწილობრივ CS Life Bermuda-ის დაუდევრობის გამო, 553 მილიონი დოლარის ზარალი მიიღო,- ამის შესახებ ბერმუდას უზენაესი სასამართლო აცხადებს, ინფორმაციას კი Bloomberg ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, სასამართლოს თავმჯდომარემ ნარინდერ ჰარგუნმა განაცხადა, რომ საქმეზე მომუშავე ბუღალტრები ივანიშვილის ზარალს ჯერ კიდევ ითვლიან. მოსამართლის თქმით, CS Life-მა პატრიკ ლესკოდრონის თაღლითობის პრევენციისთვის ადეკვატური ზომები არ მიიღო, რადგან მისთვის უფრო პრიორიტეტული იყო შემოსავლები, რომლებსაც ლესკოდრონი გამოიმუშავებდა, ვიდრე კლიენტების ინტერესები.  Bloomberg წერს, Credit Suisse Life Bermuda აცხადებს, რომ განაჩენს გაასაჩივრებს.

[related_news id=”677496″ align=”left”]

შეგახსენებთ, ქართველი მილიარდერის დავა Credit Suisse-თან 2011 წლიდან იწყება, როდესაც ის ჯგუფის კერძო საბანკო კლიენტი იყო. სწორედ მაშინ გაჩნდა დეტალები, რომ ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში Credit Suisse-ის კერძო ბანკირი პატრის ლესკადრონი თაღლითობდა შვეიცარიული ბანკის ანგარიშებთან დაკავშირებით – მათ შორის ივანიშვილისა და რუსი ოლიგარქის ვიტალი მალკინის ანგარიშებზე. ბიძინა ივანიშვილი ბანკის თანამშრომელს, პატრიკ ლესკადრონს 2005 -2015 წლებში მისი ფულის არასწორად განკარგვაში და არამიზნობრივ ინვესტიციებში ადანაშაულებდა. გავრცელებული ინფორმაციით, ლესკადრონმა ივანიშვილის ფინანსური აქტივები სხვა კლიენტების დანაკარგის გადასაფარად გამოიყენა. თავად Credit Suisse-ში კი მუდმივად აცხადებდნენ, რომ ივანიშვილის ბანკირი ბანკისგან დამოუკიდებლად მუშაობდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

ბიძინა ივანიშვილმა 553 მილიონი დოლარის ზარალი მიიღო – ბერმუდას სასამართლო

239
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
239
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული