Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
184

ყველა ქვეყანაში არიან ადამიანები, ვინც ცდილობს კოვიდსაწინააღმდეგო რეგულაციებს თუ საკარანტინო ღონისძიებებს გაექცნენ. სახალისო ფაქტი მოხდა ინდონეზიაში, სადაც კორონავირუსით ინფიცირებული მამაკაცი საკუთარი ცოლის ტანსაცმელში გამოეწყო და თვითმფრინავში ავიდა. მას ქვეყნის დატოვება ჰქონდა გადაწყვეტილი და მას შემდეგ, რაც  წარმატებით შეაღწია ბორტზე, ალბათ ხელს ვერც ვერაფერი შეუშლიდა, რომ არა  ერთი შემთხვევა – მამაკაცმა ტანსაცმლის გამოცვლა შუა გზაში გადაწყვიტა და სტიუარდესას ყურადღება მიიქცია, რომელმაც დაუყოვნებლივ ჩართო განგაშის სიგნალი.

როგორც გაირკვა, ინდონეზიელმა მამაკაცმა სახლიდან ცოლის ტანსაცმელი, თავსაბურავი, პასპორტი და პი-სი-არ ტესტის უარყოფითი პასუხი წაიღო. სახედაბურულმა „ფეის-კონტროლიც“ იოლად გაიარა, თუმცა ბორტზე მოხვედრისთანავე ქალად გადაცმა აღარ მოისურვა და ტანსაცმელი გამოიცვალა. თვითმფრინავიდან ჩამოყვანის შემდეგ მამაკაცი კორონავირუსზე გატესტეს და დადებითი პასუხის მიღებისთანავე კარანტინში მიაბრძანეს.

ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების თქმით, კანონდამრღვევი ჯერჯერობით კარანტინში დარჩება, განკურნების შემდეგ კი კანონის წინაშე პასუხისგება მოუწევს…

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

ბიბისი: კორონავირუსით ინფიცირებული ინდონეზიელი მამაკაცი თავს საკუთარ ცოლად ასაღებდა და თვითმფრინავში ასვლას ცდილობდა

184
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
184
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული