Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
103

Bentley-ის კარის ტიუნინგ ატელიე Mulliner-მა ყველგანმავალი Bentayga-სპეციალური ვერსია წარმოადგინა, რომელიც შევარდენით მონადირეების მოყვარულებისთვის არის განკუთვნილი. სიახლეს Falconry დაარქვეს და ის ხელით ააწყვეს.

სპეც ვერსიის განსაკუთრებულობა – საბარგულში ორი სექციაა, რომელიც ნატურალური ტყავით არის გაწყობილი და მათში სანადირო აღჭურვილობაა მოთავსებული.

ერთ-ერთ სათავსოში მოიძებნება GPS-ანძები, ინსტრუმენტები, დანა ხის სახელურით, ხოლო ყუთის ქვეშ ტყავით გაწყობილი სათავსოა, სადაც ჩიტების სათვალთვალოდ GPS ბლოკი, ბინოკლი და ხელთათმანებია მოთავსებული.

რაც შეეხება მეორე ყუთს, მასში სამი მეტალის თერმოსი, ჭიქები, გადასაფარებელი და სველი ხელსახოცები დევს.

სალონში ჩიტის ჩამოსაჯდომი და ხის მოზაიკაა, რომელზეც შევარდენია გამოსახული. მოზაიკა ხელით 430 ხის ნაჭრისგან  ცხრა დღეში დამზადდა. პანოსთვის სხვადასხვა მცენარის შპონი გამოიყენეს.

Bentley Bentayga 608 ცხენის ძალას ავითარებს, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 301 კილომეტრ/საათია.


გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
103
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
103
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული