Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
92

“თუ ბავშვი ჯანმრთელია და არანაირი თანმხლები პრობლემა არ აქვს, პირბადე აბსოლუტურად უსაფრთხოა.” – ექიმი ვახტანგ კალოიანი IPN-თან საუბრობს და მშობლებს ურჩევს, რომ ბავშვებს საკლასო ოთახებში პირბადის გამოყენების უფლება თავისუფლად მისცენ.

როგორც ექიმი ამბობს, გაკვეთილების მიმდინარეობის დროს, საკლასო ოთახში პირბადის ტარება არის აუცილებელი, რადგან ეს უსაფრთხოების მინიმალური ზომაა. კალოიანი აღნიშნავს, რომ ბავშვებს თავისუფლად შეუძლიათ, გარე სივრცეში პირბადე მოიხსნან:

“რაც შეეხება შესვენების პერიოდს, თავისუფლად შეიძლება ამ პირბადის მოხსნა გარე სივრცეში, სკოლის სტადიონებზე, ბაღში და ეს იქნება გარკვეული შეღავათი. არანაირი განსაკუთრებული საფრთხის შემცველი, თუ პირბადეს სწორად ვიყენებთ, ვცვლით პერიოდულად, არ არის ბავშვებისთვის და მათი განვითარებისთვის.

ხაზს ვუსვამ, რომ ყველა ბავშვს უნდა ჰყავდეს მეთვალყურე ექიმი და თუ მას აქვს პრობლემები ფილტვებთან დაკავშირებით, სუნთქვის ორგანოებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, პირბადის გაკეთება ან მოხსნა უნდა მოხდეს ექიმის რეკომენდაციით. მაგრამ თუ ბავშვი ჯანმრთელია და არანაირი თანმხლები პრობლემა არ აქვს, პირბადე აბსოლუტურად უსაფრთხოა.” – განაცხადა ვახტანგ კალოიანმა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, 8 თებერვლიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით, აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა, 15 თებერვლიდან კი ასევე მთელი ქვეყნის მასშტაბით, ბავშვები სწავლას საკლასო ოთახებში განაგრძობენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

ბავშვებს საკლასო ოთახებში პირბადის გამოყენების უფლება თავისუფლად მიეცით: ვახტანგ კალოიანი

92
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
92
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული