საქართველოს 10 დიდი ქალაქის მუნიციპალურ ტრანსპორტში უკვე შესაძლებელია თიბისის ბარათებით მგზავრობა, ქალაქების ჩამონათვალს ბათუმი, ზუგდიდი და რუსთავი დაემატა.
მგზავრობის საფასურის გადახდა შესაძლებელია, როგორც ფიზიკური ბარათით, ასევე, ციფრული საფულის მეშვეობით. თიბისის ბარათებზე გადახდის ფუნქციონალის დამატებით გააქტიურება საჭირო არ არის, ბარათებით საფასურის გადახდას პირდაპირ შეძლებთ.
თიბისის მისია ადამიანების ცხოვრების გამარტივებაა. სამი ახალი ქალაქის დამატება მომხმარებლებს ქალაქში გადაადგილების შესაძლებლობას უმარტივებს და მეტად კომფორტულს ხდის მგზავრობის გამოცდილებას.
თიბისის მომხმარებლებს საქართველოს სხვა ქალაქებში, როგორებიცაა თბილისი, ქუთაისი, გორი, ფოთი, თელავი, ბაკურიანი და ბორჯომი მგზავრობის საფასურის გადახდა აქამდეც შეეძლოთ თიბისის ნებისმიერი ბარათით ან ციფრული საფულით.
დეტალური ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე.
(R)