ბათუმში ახალაშენებული ბინების გაყიდვები 76%-ით, ხოლო ფასი 34%-ით გაიზარდა. ინფორმაციას Colliers Georgia აქვეყნებს.
ორგანიზაციის ცნობით, 2023 წლის იანვარში ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის იანვართან შედარებით 75%-ით, 1 330 ერთეულამდე გაიზარდა, ბაზრის ზომა კი 98%-ით არის გაზრდილი და 58 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
„ბათუმში 2023 წლის იანვარში ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 76%-ით გაიზარდა, ძველი ბინების შემთხვევაში კი 72%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
[related_news id=”832698″ align=”right”]
ბათუმში 2023 წლის იანვარში მოთხოვნა ახალაშენებულ პრემიუმ სეგმენტის ბინებზე, მნიშვნელოვნად, 339%-ით გაიზარდა, ეკონომ და მედიუმ სეგმენტებში კი მოთხოვნის 39% და 68%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რამაც 579 და 296 ერთეული შეადგინა.
ბათუმში 2023 წლის იანვარში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 34%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 924 აშშ დოლარი შეადგინა. ძველი ბინების შემთხვევაში კი მაჩვენებელი 6%-ით, 674 აშშ დოლარამდე გაიზარდა,“ – აღნიშნულია Colliers Georgia-ს ინფორმაციაში.