Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
288

ქალაქში უპატრონო ძაღლების მომრავლების პროგრამის გადაჭრის აუცილებლობაზე ბათუმის მერმა საინფორმაციო შეხვედრაზე ისაუბრა. ლაშა კომახიძის განცხადებით, შემუშავდა ახალი საპილოტე პროგრამა ,,უპატრონო შინაური ბინადარი ცხოველების საპატრონაჟო ღონისძიებები“, რომელიც თავშესაფარში მყოფი 100 დაბირკული ძაღლის ოჯახებისთვის მოვლა-პატრონობის მიზნით გადაცემას გულისხმობს.

პროგრამა მიმდინარე წლის მარტიდან ამოქმედდება და მისი წლიური ბიუჯეტი 60 ათას ლარს შეადგენს. შესაბამისად, ოჯახები, რომლებიც, აღნიშნული საპილოტე პროგრამის ფარგლებში, თავშესაფრის ტერიტორიიდან უპატრონო ძაღლებს შეიფარებენ და მათ შესაბამის მოვლა-პატრონობას უზრუნველყოფენ, მერიისგან ყოველთვიურად 60 ლარს მიიღებენ, რაც წელიწადში 720 ლარია.

გაიზრდება თუ არა პროგრამის ბიუჯეტი, ამას ბათუმის მერია მოთხოვნის შესაბამისად გადაწყვეტს. პირველი ეტაპისთვის მერიამ ამ მიმართულებით თანხა ასი ერთეულისთვის გაითვალისწინა. როგორც ლაშა კობახიძე ამბობს, აღნიშნულ პროგრამას არაოფიციალურად  „კუპატას პროგრამას დაარქმევენ“, ცნობილი ბათუმელი ძაღლის, „კუპატას“ გამო, რომელიც ცენტრალური პარკის წინ ბავშვებს ზებრა-გადასასვლელზე აცილებს.

„ახალი ინიციატივით ჩვენ გვინდა სტიმული მივცეთ კერძო თავშესაფრების განვითარებას,“ – განაცხადა მერმა.

[related_news id=”300391″ align=”left”]

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

ბათუმის მერია უპატრონო ძაღლების საპილოტე პროგრამას იწყებს – რას გულისხმობს “კუპატას პროგრამა“

288
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
288
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული