Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
39

ესპანეთის ჩემპიონატის მე-4 ტურში “ბარსელონამ” “ლევანტეს” უმასპინძლა და 4:1 დაამარცხა.

კატალონიურმა გრანდმა მორიგი რეკორდი დაამყარა. “ბარსელონა” ესპანეთის პრიმერადივიზიონის ისტორიაში პირველი კლუბი გახდა, რომელმაც ზედიზედ 4 სეზონის საწყის ოთხ ტურში გამარჯვება მოიპოვა.

“ბარსამ” მიმდინარე სეზონის სასტარტო ოთხ ტურში “ბილბაო” (1:0), “მალაგა” (1:0), “ატლეტიკო” (2:1) და “ლევანტე” (4:1) დაამარცხა.

აღნიშნულ შეხვედრაში კიდევ ერთი რეკორდი ”ბლაუგრანას” გერმანელმა გოლკიპერმა ტერ შტეგენმა დაამყარა. 23 წლის ფეხბურთელი “ბარსელონაში” 2014 წლის ზაფხულში გადავიდა. მას შემდეგ, გერმანელმა მეკარემ, “კამპ ნოუზე”, 11 ოფიციალური თამაში ჩაატარა და ყველა მათგანი მოიგო. ასეთი შედეგი “ბარსას” არცერთ სხვა ფეხბურთელს არ ჰქონია. აქამდე რეკორდსმენი ხუანხო იყო, რომელსაც, “კამპ ნოუზე”, პირველი 10 ოფიციალური თამაში ჰქონდა მოგებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
39
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
39
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული