მიუხედავად იმისა, რომ 32 წლის ბარბადოსელმა ლამაზმანმა დროებით მუსიკალური ტაიმაუტი აიღო, ის მაინც ყურადღების ცენტრშია. როგორც ცნობილია, ვარსკვლავს უკვე ორი წელია თეთრეულის საკუთარი ხაზი, Savage X Fenty აქვს და მის პიარში საკმაოდ აქტიურადაა ჩართული.
გასულ თვეს, ვარსკვლავმა საზოგადოება მორიგი პიკანტური ფოტოსესიით აღაფრთოვანა. ახალმა ფოტოებმა კი, რომელიც ინტერნეტში დღეს გავრცელდა, მისი თაყვანისმცემლები კიდევ უფრო გააოცა.
[related_news id=”344908″ align=”left”]
სულ ცოტა ხნის წინ, რიანამ ღია ყვითელი თეთრეული მოირგო და პალმების ფონზე, საოცარ ფოტოსესიაში მიიღო მონაწილოება. უნდა აღინიშნოს, რომ თეთრეული საკმაოდ ორიგინალური დიზაინით გამოირჩევა.