Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
121

ავიაკომპანია Air India-მ ეკიპაჟის წევრებს შეთხელებული ან ჭაღარა თმით სიარული აუკრძალა. ბრიტანული ტაბლოიდის the Sun-ის ინფორმაციით, სიახლემ ინტერნეტში დიდი აღშფოთება გამოიწვია.

ახალი წესების მიხედვით, აზიური გადამზიდის ბორტგამცილებლებს თეთრი თმის შეღებვა მოუწევთ, თანაც აუცილებლად ბუნებრივ ფერში, ზედმეტად ღია ფერები აკრძალულია. გარდა ამისა, პერსონალს აუკრძალეს ყოველდღიური სამოსის ტარება იმ შემთხვევაშიც კი თუკი თვითმფრინავში მგზავრის სტატუსით იქნებიან.

სიმელოტე შეპარულ ბორტგამცილებლებს კი ყოველდღიურად ფორმაში ყოფნა მოუწევთ, კონკრეტულად კი თმის გადაპარსვა.

ბორტგამცილებლებს მძაფრი არომატის მქონე სუნამოების გამოყენებაც არ შეუძლიათ, დეოდორანტი კი სავალდებულოა.

განახლებულ რეგლამენტში ისიც წესია, რომ გოგონებს სამკაულების ტარება ეკრძალებათ, ხოლო მამაკაცებმა „უცნაურ“ წინდებზე უნდა თქვან უარი. წინდები არც ძალიან გრძელი უნდა იყოს და არც მოკლე და შარვლის ფერს უნდა ეხამებოდეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
121
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
121
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული