Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
289

26 იანვრიდან ავტობუსებში მძღოლის და წინა კარის ზონასთან არსებული დამცავი ბარიერები მოიხსნა.

გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ თბილისის მუნიციპალიტეტის წინადადების საფუძველზე მიიღო.

„თბილისის მუნიციპალიტეტმა წინადადებით მიმართა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს, გაუქმებულიყო რეკომენდაცია, ავტობუსებში მძღოლებისთვის ბარიერების მოწყობის თაობაზე.

აღნიშნულ წინადადებას საბჭო დაეთანხმა და მგზავრები შეუფერხებლად შეძლებენ ავტობუსის წინა კარით სარგებლობას. ბარიერები მოიხსნა ყველა მუნიციპალურ ავტობუსში“, – განუცხადეს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში „ფორტუნას“.

კითხვაზე, შექმნილ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაში, როგორ იქნებიან მძღოლები დაცული, (შეზღუდვა სწორედ მათ დასაცავად დაწესდა), სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ: „ავტობუსებში მძღოლები ისედაც ბარიერით არიან დაცული, მათი ადგილი დანარჩენი მგზავრებისგან კაბინით არის გამოყოფილი. პირბადის ტარება კი მათთვის კვლავ სავალდებულოდ რჩება, შესაბამისად მძღოლების ჯანმრთელობა დაცული იქნება“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

ავტობუსებში წინა კარიდან ასვლის შეზღუდვა და დამცავი ბარიერები მოიხსნა

289
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
289
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული