ავლაბარში დღეს მოზარდს ავტომობილი დაეჯახა.
გავრცელებული ინფორმაციით, 13 წლამდე ასაკის ბიჭმა გზაზე მიმავალ ავტომობილს გადაურბინა, რა დროსაც შემთხვევა მოხდა.
გავრცელებული ცნობით, მოზარდი მსუბუქად დაშავდა, თუმცა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ის საავადმყოფოში გადაიყვანა.
როგორც “ფორტუნას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
IDFI: 2017-2021 წლებში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 2 356 ადამიანი დაიღუპა